საერთაშორისო სამეცნიერო სიმპოზიუმის – „ადამიანის უფლებათა დაცვის მულტიდისციპლინური ასპექტები გლობალური გამოწვევების ფონზე“ – ფარგლებში, 2024 წლის 15 ივნისს, 14:00 საათზე, თსუ II კორპუსის 129-ე აუდიტორიაში გაიმართება მესამე პანელური დისკუსია კონსტიტუციური სამართლის, საერთაშორისო სამართლისა და სისხლის სამართლის მიმართულებით.
აღნიშნული ღონისძიება ხორციელდება საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საგრანტო პროგრამის „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში ინოვაციური სერვისების დანერგვის ხელშეწყობა, ადამიანის უფლებათა დაცვის გაძლიერება და სამართლებრივი უსაფრთხოების განმტკიცება“ ფარგლებში.